აშშ-ის ღია პირველობის მერვედფინალში​ ბასილაშვილის მეტოქე ნადალი იქნება

თარიღი: 00:53, 02.09.2018

აშშ-ის ღიას მერვედფინალში ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე რაფაელ ნადალი იქნება. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, რომელიც ტურნირის მოქმედი ჩემპიონიცაა, უმძიმესი ბრძოლა გადაიტანა რუსი კარენ ხაჩანოვის წინააღმდეგ და ოთხსაათნახევარი დასჭირდა მის დასამარცხებლად – 5:7, 7:5, 7:6(7), 7:6(3).
ეს ჩოგბურთელები დაახლოებით ორ კვირის წინ, ტორონტოს „მასტერსის“ ნახევარფინალში შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ ნადალმა ორ სეტში მოიგო, თუმცა დიდი წინააღმდეგობა შეხვდა.
ამჯერად, ესპანელი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა – წააგო პირველი სეტი, მეორეში კი ხაჩანოვი 5:4-ზე სეტზე აწვდიდა, მაგრამ ნადალმა უდიდესი ძალისხმევის ფასად მოახერხა პარტიის გადარჩენა.
მესამე და მეოთხე სეტებში ესპანელი მცირე უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ორივეჯერ საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა. მესამე სეტის მე-13 გეიმში ნადალმა მხოლოდ მეხუთე სეტბოლიდან მოიგო, მეოთხე სეტში კი ხუთმაგი მატჩბოლი მიიღო და დაასრულა ურთულესი ბრძოლა თავის სასარგებლოდ.
რაფაელი მეათედ გავიდა აშშ-ის ღიას მერვედფინალში. სხვათა შორის, ბოლო წლებში მას ყოველთვის უჭირდა მესამე წრის გავლა – 2015 წელს, ფაბიო ფონინისთან წააგო, შარშან კი, როცა ტიტული მოიპოვა, ასევე ერთი სეტით იყო ჩამორჩენილი ლეონარდო მაიერთან.
ბასილაშვილი და ნადალი მხოლოდ ერთხელ შეხვედრიან ერთმანეთს პროფესიულ ტურში – შარშან, როლან გაროსის მესამე წრეში ქართველმა მეტოქეს ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 0:6, 1:6, 0:6 დამარცხდა.
მეხუთე სათამაშო დღის შედეგები:
 კაცები
  1/16 ფინალი
 ნადალი (ესპ, 1)-ხაჩანოვი (რუს, 27) 5:7, 7:5, 7:6(7), 7:6(3)
 დელ პოტრო (არგ, 3)-ვერდასკო (ესპ, 31) 7:5, 7:6(6), 6:3
 ანდერსონი (ს. აფრ, 5)-შაპოვალოვი (კან, 28) 4:6, 6:3, 6:4, 4:6, 6:4
 ტიმი (ავსტრია, 9)-ფრიტცი (აშშ) 3:6, 6:3, 7:6(5), 6:4
 ისნერი (აშშ, 11)-ლაიოვიჩი (სერ) 7:6(8), 6:7(8), 6:3, 7:5
 ჩორიჩი (ხორ, 20)-მედვედევი (რუს) 6:3, 7:5, 6:2
 რაონიჩი (კან, 25)-ვავრინკა (შვეიც) 7:6(6), 6:4, 6:3
 ბასილაშვილი (საქ)-პეია (არგ) 6:3, 6:4, 1:6, 7:6(4)

კომენტარები:

უახლესი სიახლეები

15.01.2021გახსენი საახალწლო საჩუქრები აჭარაბეთზე 08.01.2021„აჭარაბეთის“ საპატიო ელჩი გიგა ჭიკაძე MMA Junkie-ს 2020 "Under The Radar წლის საუკეთესო მებრძოლი" გახდა! 30.12.2020აჭარაბეთზე ახალი წელი უკვე დაიწყო! 08.12.2020„აჭარაბეთმა“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ახალი ინიციატივა წარადგინა 08.12.2020აჭარაბეთზე ახალი წელი უკვე დაიწყო! 26.11.2020„აჭარაბეთმა“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა „ინიციატივა“ წარადგინა 25.11.2020საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციოსთვის ემზადება 13.11.2020აჭარაბეთზე სამაგიდო თამაშების საშემოდგომო სეზონი დაიწყო