„ჩელსიმ“ ზამთრის პირველი ტრანსფერი განახორციელა

თარიღი: 23:27, 02.01.2019

„დორტმუნდის“ ნახევარმცველი კრისტიან პულიშიჩი „ჩელსიში“ გადავიდა, – ინფორმაცია ლონდონური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
20 წლის ამერიკელი ფეხბურთელი „ჩელსის“ შემადგენლობას მხოლოდ 2019 წლის ზაფხულში შეავსებს, ამ სეზონის ბოლომდე კი თამაშს იჯარის წესით „დორტმუნდში“ გააგრძელებს. გერმანულ კლუბს პულიშიჩის სამსახური არაფერი დაუჯდება.
„ჩელსის“ ეს ტრანსფერი 64 მილიონი ევრო დაუჯდა, რითაც პულიშიჩი გახდა ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ამერიკელი ფეხბურთელი. მან გააუმჯობესა ჯონ ბრუქსის რეკორდი, რომელშიც „ვოლფსბურგმა“ 2017 წელს, 22 მილიონი ევრო გადაიხადა.
კრისტიან პულიშიჩმა წლევანდელ სეზონში ყველა ტურნირზე 18 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე პასი შეასრულა.

კომენტარები:

უახლესი სიახლეები

15.01.2021გახსენი საახალწლო საჩუქრები აჭარაბეთზე 08.01.2021„აჭარაბეთის“ საპატიო ელჩი გიგა ჭიკაძე MMA Junkie-ს 2020 "Under The Radar წლის საუკეთესო მებრძოლი" გახდა! 30.12.2020აჭარაბეთზე ახალი წელი უკვე დაიწყო! 08.12.2020„აჭარაბეთმა“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ახალი ინიციატივა წარადგინა 08.12.2020აჭარაბეთზე ახალი წელი უკვე დაიწყო! 26.11.2020„აჭარაბეთმა“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა „ინიციატივა“ წარადგინა 25.11.2020საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციოსთვის ემზადება 13.11.2020აჭარაბეთზე სამაგიდო თამაშების საშემოდგომო სეზონი დაიწყო